თსსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“-ს ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

ჩატარდა პროფესორ რამაზ შენგელიას ლექცია თემაზე - "თანამედროვე და პალეომოსახლეობის გენეტიკური კვლევა - „ახალი ეტაპი ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კომპლექსურ განვითარებაში“. პროფესორმა ისაუბრა საქართველოს მოსახლეობაზე პოპულაციური გენეტიკის კუთხით, რომლის შესწავლა 2012 წლიდან მიმდინარეობს. როგორც თსსუ-ის პროფესორმა აღნიშნა, კვლევის მიზანია ადგილობრივი არქეოლოგიური პალეოპათოლოგიური ბიომასალის გენეტიკური შესწავლა, შეფასება და შეჯერება კორელაციაში ეთნოგენეზის, მიგრაციების, ჰუმანური და ბუნებრივი კატასტროფების ისტორიულ მონაცემებთან.

ლექციის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის გაიმართა ექსკურსია ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია სამედიცინო და სხვა ტიპის ნიმუშები, რომელთაგან ყველაზე ძველი 16 მლნ წლის წინანდელი არტეფაქტია. მათ დაათვალიერეს ძვ.წ XIII საუკუნიდან მე- 20 საუკუნის მიჯნამდე დათარიღებული საექსპოზიციო ნიმუშები და მუზეუმში წარმოდგენილი 330-მდე ექსპონატი.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმში, რომელშიც ინახება პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური, მამალოგიური, იქთიოლოგიური და ბოტანიკური ექსპონატები. ახალგაზრდებმა მუზეუმში დაათვალიერეს მულაჟები, ანთროპოლოგიური მასალები, ემბრიოლოგიური ექსპოზიცია, ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების ამსახველი ექსპონატები, ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები.

კვირეულის დასკვნით ნაწილში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ქცევითი და ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მისი სამედიცინო და სოციალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა თსსუ-ის ვიცე- რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს: თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ; თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ; თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ; თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

კონფერენციის მეორე სექცია დაეთმო სტუდენტთა მოხსენებებს. აუდიტორიის წინაშე წარსდგენენ თსსუ-ის სტუდენტები: ნინო კიკვაძე, დავით კელენჯერიძე, ნუკრი მაზანაშვილი.

დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება