ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს - დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის საქმიანობა

აზერბაიჯანი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის დრო დიდი ხანია დადგა.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობა, რათა ოფიციალურად დაიხუროს კონფლიქტის თავი, რომელიც წარსულის ნაშთად იქცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

„სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას. მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება