კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

19 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის მეორე გამოცემის ავტორები არიან: თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის სამართლის დოქტორი ზოია (მაია) ხასია, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი, თსუ-ის სამართლის მაგისტრი, ნუნუ მაღლაკელიძე.

„წიგნის პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა და წიგნის ავტორებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.

აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის კი ავტორთა ღვაწლი აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მანანა ბეგიაშვილმა.

წიგნში განხილულია: ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები, მოვალეობები და დისციპლინური დევნის საკითხები; სასჯელაღსრულების სისტემის მომსახურე პერსონალის უფლებები, მოვალეობები და სოციალური დაცვა; სასჯელაღსრულების სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში; კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობა სასჯელის აღსრულების დროს და სხვა.

წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისა და სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება