პროექტი „წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი „წლის საუკეთესო მასწავლებელი“ შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მასწავლებლის პრემიაზე წარდგენილი პედაგოგების ვინაობაც დასახელდა.

„ღონისძიებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ წარდგენილი 27 წარმატებული მასწავლებელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ დიპლომებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

ამავე დღეს დასახელდა მასწავლებლის პრემიაზე წარდგენილი 6 პედაგოგი:

ვარა ხუციშვილი - სოფელი დვირის საჯარო სკოლა;

მზია კობრავა - N1 საჯარო სკოლა;

დიმიტრი ჩუტკერაშვილი - სოფელი ტაძრისის საჯარო სკოლა;

ნინო კევლიშვილი - N3 საჯარო სკოლა;

მარინა ლომიძე - N3 საჯარო სკოლა;

აკაკი გეგეჭკორი - დაბა წაღვერის საჯარო სკოლა.

ღონისძიება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „უჩინმაჩინის ქუდი“, საზეიმოდ დაიხურა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება