ილია დარჩიაშვილი - გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და გვახარებს ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„გერმანია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განვითარებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ახლა უკვე, ბოლო წლებში, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ სწორედ ბერლინში, დღეს, საქართველოს საელჩოს ორგანიზების და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ გერმანელ მეგობრებს, ქართულ დიასპორას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და გვახარებს ის ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა