დავით ნარმანიამ “ჯივიპის” ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ სამუშაოები ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს პროცესის ინტენსივობასა და ხარისხს. კომპანიამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს სამუშაოები და სრულად აღდგეს წყალმომარაგება.

სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას წყალმომარაგების განრიგისა და სასმელი წყლის ცისტერნების განთავსებასთან დაკავშირებით.

2023 წლის დეკემბერში, კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პრობლემურ და მწვავე ლოკაციებზე. პროექტების შეთანხმებისას, წიწამურთან არსებული მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებდა. შესაბამისად, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მილსადენზე სამუშაოების განხორციელება დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს სემეკის წევრებმა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება