ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი დასრულდა

ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ფორუმის მეორე სამუშაო დღე ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენის საკითხებზე საუბრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისისთვის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროპის ლიტერატურული ქალაქების გამოცდილება. სესიაზე თავიანთი ქალაქების შემოქმედებითი პოტენციალი და მიღწევები წარადგინეს ლუბლიანას, კრაკოვის, რეიკიავიკის, ტარტუს, ნოტინგემის წარმომადგენლებმა.

სესიები გაიმართა თემებზე: "პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში" და "მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები". ფორუმის მონაწილეებმა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან ისაუბრეს თავიანთი გამოცდილებებსა და გამოწვევებზე ჭკვიანი, მწვანე ქალაქების მშენებლობის პროცესში.

ფორუმის მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა შეაჯამეს.

"ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, ფორუმის მონაწილეებმა ვიმსჯელეთ მომავლის ქალაქების მშენებლობის ფუნდამენტურ მიმართულებებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევების დაძლევის მეთოდები.

ეს იყო საინტერესო შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების ფორუმი - წარმომადგენლობითი და მრავალმხრივ საინტერესო.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელთა თანადგომითაც შესაძლებელი გახდა ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიების მომზადება - ორგანიზატორებს, პარტნიორებს, მონაწილეებს, ტექნიკურ პერსონალს,

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მზია გიორგობიანს, რომელიც ჩვენთან ერთად უძღვებოდა ფორუმის მუშაობას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღირსეული მასპინძლობისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი უკვე ტრადიციაა, რომელიც გაგრძელდება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს