CNN - „ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება

„ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, დაპირება ვაშინგტონში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრების დროს გაიცა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ ისრაელს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, მაგრამ ისრაელის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება არ განიხილება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება