მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა

მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სპექტაკლი, მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, წელს მარნეულში პირველად მიმდინარეობდა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო ჩინეთის მოცეკვავეთა ასოციაციის, პეკინის უნივერსიტეტის სპექტაკლი „კვლავ გაერთიანება და დამშვიდობება" და AlphaZTL-ის პრეზენტაცია-ვორქშოფი იტალიელი ხელოვანების მიერ.

„აღნიშნული ფესტივალი, მოძრაობის თეატრის და ITI-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ტობიას ბიანკონის მხარდაჭერით და UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს