პოლიციამ ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება