საუდის არაბეთის მთავრობა - ჰაჯის დროს 1301 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1 301 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

SPA-ის ცნობით, დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.

საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.

საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, მექაში ტემპერატურამ 51.8 გრადუსამდე მიაღწია.

ჰაჯი არის მუსლიმთა ყოველწლიური პილიგრიმობა წმინდა ქალაქ მექაში. საუდის არაბეთის ინფორმაციით, წელს ჰაჯიში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 1.8 მილიონმა ადამიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი