ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს საკითხის პირველი საფუძვლიანი განხილვა საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე.

„ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვის კარის გაღებასაც საკუთარ მთავრობას სთხოვენ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი.

„არსებობს ზომები, მაგალითად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობა უფრო გავართულოთ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ნიშნავდეს სანქციებს, ელინა ვალტონენმა უპასუხა, რომ „შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს ან ყველა სახის ზომას, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ღია ვართ იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობაზე და არა საქართველოს მოსახლეობაზე“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია