პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებაზე - ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან - რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ

ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ - ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი „ცხოველების ფერმის“ სტილში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „სამწუხაროა, რომ საქართველოს დღეს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა აქვს, ასეთი მთავრობა ჰყავს“.

„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ირიბი და პირდაპირი პერიფრაზი იქნება ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოებიდან „ცხოველების ფერმა”, სადაც ერთი პასაჟია, რომ ყველა ადამიანი მტერია - ყველა ცხოველი მეგობარია. ზუსტად ასე იქნება, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ. ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი - „ცხოველების ფერმის“ სტილში და სამწუხაროა, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა გვაქვს.

შეგიძლიათ ამოიღოთ 2014-2015 წლების „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრების გამოსვლები, შეცვალეთ სახელი, გვარი და თარიღი - ვერანაირ განსხვავებას ვერ იპოვით”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ის ბოიკოტშია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება