SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცენტრის მიზანი იქნება სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო დინამიკური სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის.

SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ, ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს დელეგაცია რექტორის, გია კავთელიშვილის ხელმძღვანელობით 10-13 ივნისს შვეიცარიაში იმყოფებოდა.

„SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს“, - აღნიშნეს შეხვედრის მიმდინარეობისას EHL-ის წარმომადგენლებმა და მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ცენტრი იქნება საფუძველი იმისა, რომ EHL Hospitality Business School (EHL)-ის თანამშრომლობით თბილისის არეალში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სერტიფიცირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება