ირაკლი ზარქუა - „კეზერა“ სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას სავარაუდოდ და „ნაციონალურმა მოძრობამ“ ბელადის, ფინანსების და „ხაბეს“ გარეშე დარჩენილმა, ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას

„კეზერა“ სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას სავარაუდოდ და „ნაციონალურმა მოძრობამ“ ბელადის, ფინანსების და „ხაბეს“ გარეშე დარჩენილმა, ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ურეიტინგო და "ლუზერების" პროექტია.

„რომ გითხრათ ამათ რაღაც ახალი მიდგომა აქვთ-თქო - მოგატყუებთ. ყოველთვის ასე აკეთებდნენ. უბრალოდ, ბოლოს სპონსორი გამოუჩნდათ [დავით] კეზერაშვილის სახით და ეტყობა, “ნაციონალური მოძრაობა” იმდენად ურეიტინგო გახდა, იმდენად წაგებული და "ლუზერების" პროექტია, [გიორგი] ვაშაძე რომ მივიდოდა იქ რა იქნებოდა თორემ, ხაბეიშვილი კიდევ იმორჩილებდა ბუნების ძალებს და ამის შემდეგ, ბუნებრივია მათ ფინანსური დაფინანსების პრობლემა შეექმნათ, ისევე როგორც საზოგადოებრივი მხარდაჭერის. ნახეთ რეიტინგები როგორ წამოვიდა დაბლა, შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნას. იქ 5 თუ 10 კაცი, რისი რესურსიც ჰყავთ, რომ გაიყვანონ არ გამიკვირდება, და ამ ბიზნესმენებს შესთავაზონ დაფინანსება. როგორც ჩანს, “კეზერა” სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას სავარაუდოდ, და “ნაციონალური მოძრობა” ბელადის გარეშე, ფინანსების გარეშე დარჩენილი, "ხაბეს" გარეშე დარჩენილი, ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას - ვერ უშველით. როცა ხალხის მხარდაჭერა არა გაქვს ის ბიზნესმენი გინდა გაიყვანონ და გინდა არა. აფინანსონ და იყვნენ”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება