ირაკლი ზარქუა - მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება - ეს მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებებიდან იქნება რეაგირება, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას აუწყონ, რომ ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკური ორგანიზაციები დააფინანსონ. ზარქუას განცხადებით, სექტემბრიდან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიხედვით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება და „თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა მადლობას გადაუხდის“.

„ამის მანდატი არ გააჩნია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, კანონმდებლობით არის აკრძალული, რომ აფინანსონ პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. თან როგორი? - ანტიქართული, ანტი მართლმადიდებლური, ანტი ოჯახური და ამას უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომაც არის, რომ გაშუქება აქვთ თავიანთი მხარდამჭერები მიჰყავთ ავტობუსებით და იმას ხვდებიან, ვის ატყუებენ, მაგრამ ესეც კი მიუღებელია NDI-ის და მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ის ქართული კანონი, რაც მივიღეთ უცხოური გავლენის შესახებ, მათ მოუწევთ დარეგისტრირება უახლოეს პერიოდში. ახლა არის შესაბამისი პროცედურები და სავარაუდოდ სექტემბრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება, რომ ისინი არიან უცხოური ქვეყნის ძალა და მისგან დაფინანსებულები, თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა ავდგებით და მადლობას ვეტყვით, როგორც აქამდე ვეუბნებოდით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ანტიქართული, ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციების, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო - ყოველთვის ვამხელთ და პირდაპირ ვეტყვით, რომ ეს არის უცხო ქვეყნის გავლენა“, - განაცხადა ზარქუამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო