ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში ჩანიშნული დებატები, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში ხუთშაბათს ჩანიშნული დებატები, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს დებატები კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება. ჩვენ ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება