ჯოზეფ ბორელი - უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს

უკრაინა სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მომავალ კვირას მიიღებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს თანხა არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ყოველგვარი ბლოკირების გარეშე. ჩვენ გვაქვს ეს შემოსავალი გაყინული აქტივებიდან და უნდა ვეძებოთ გზა, რომ გამოვიყენოთ, რაიმე სახის ბლოკირების თავიდან აცილებით. ფულის პირველი ტრანში მომავალ კვირას, ივლისში მოვა. მეორე - რამდენიმე თვის შემდეგ. უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება და მეტი დახმარება სჭირდება ახლა, ზაფხულამდე“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, მაისში ევროკავშირი 191 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის - 4.4 მილიარდი ევროს კონფისკაციაზე შეთანხმდა. თანხები უკრაინისთვის იარაღის შესყიდვასა და სხვა დახმარების დაფინანსებას მოხმარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს