არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას პოზიციის დაფიქსირების ეშინია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ოჯახი, სამშობლო, ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ეშინიათ, რომ საკუთარი უფროსები კუთხეში დააყენებენ

ეს არის უსუსური არგუმენტები, რომლებიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას - დავალებასაც არ ელოდებიან, უბრალოდ ეშინიათ, რომ საკუთარი უფროსები კუთხეში დააყენებენ თუ ამ საკითხზე რაიმე პოზიციას დააფიქსირებს რადიკალური ბანაკის ნებისმიერი წარმომადგენელი, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ზოგიერთი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დააინიცირა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციას პოზიციის დაფიქსირების ეშინია.

„ეს არის უსუსური არგუმენტები, რომლებიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში მათ პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორი არის უნივერსალური ღირებულებების დაცვა; როგორიც არის ოჯახი, სამშობლო, ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ელოდებიან საკუთარი უფროსების დავალებებს. ამ შემთხვევაში დავალებასაც არ ელოდებიან, უბრალოდ ეშინიათ, რომ საკუთარი უფროსები კუთხეში დააყენებენ თუ ამ საკითხზე რაიმე პოზიციას დააფიქსირებს რადიკალური ბანაკის ნებისმიერი წარმომადგენელი. მომდევნო დღეების განმავლობაში ნახავთ, რომ მათ არ ექნებათ ამაზე პოზიცია. თუ როგორ შეაფასებს ჩვენი საზოგადოება, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციას ვერ აფიქსირებს რადიკალური ბანაკი, მაგასაც ნახავენ ოქტომბრის არჩევნებზე”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს და აღნიშნა, რომ მას აქვს იმედი, “საქართველოს ნამდვილი მეგობრების მიერ ქვეყნის პროგრესის ობიექტურად შეფასების”.

„რა საკვირველია, ჩვენც ინტერესით ვადევნებთ თვალს ევროპულ პოლიტიკას. იმედი გვაქვს, რომ არ იქნება დაშვებული იგივე შეცდომები, რაც იყო გასულ წელს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალური საფუძველი არ იყო სტატუსის მინიჭების გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, მჯერა, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ობიექტურად ყველანაირი პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლად შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და მის დღევანდელ მდებარეობას ევროპულ ტრაექტორიაზე. საქართველოს არსებითი პროგრესი აქვს და ეს მათივე ანგარიშებშია აღნიშნული”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება