კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში.

1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?

2. დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი ორ მილიონზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ზოგადად ბედი?! რა დროს ესაა - ევროპა დაგვაკარგინეთ!

3. მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, პირველ რიგში, ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში, შემიძლია კიდევ მრავალი წელი მოვუტანო სარგებელი ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

თუმცა, არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და თუ მივიღებ, რომელ პარტიასთან ვითანამშრომლებ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება