ოჯახის ინფორმაციით, პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

ოჯახის ინფორმაციით, პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

ამასთან, სოციალურ ქსელში გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე პოსტს აქვეყნებს.

„აღარ მყავს გიო, მორჩა ჩვენი ამბავი!“- წერს მალაციძე.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.

პროფესორ გიორგი გახელაძეს ოჯახი 6 დღე ეძებდა. გახელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაციამ მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ როგორც სამართალდამცავი უწყებები, ისე მოქალაქეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება