სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ბელარუსში, ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუს კოლეგას სერგეი ალეინიკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ბელარუსში სერგეი ლავროვის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლის იუბილეს ემთხვევა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს