ზურაბ ჩიკვილაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და კომისიის წევრები ლევან აბაშიძე და ნათია მოდებაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, თუბა ოზუთოქთან და კოორდინატორის მოადგილესთან, მუჰამმედ ემრე ეზბერთან, ერთად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკრებულოს წევრებმა და უცხოელმა სტუმრებმა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან, გოჩა მინდიაშვილთან, ერთად თავშესაფარში არსებული საცხოვრებელი გარემო დაათვალიერეს და იქ მყოფ ბენეფიციარებს შეხვდნენ.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისი ჩვენი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი უკვე განახორციელა.

გვაქვს სურვილი, რომ კიდევ ერთი სასარგებლო პროექტი მუნიციპალურ თავშესაფარში განხორციელდეს, სადაც ამჟამად სტუმრად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმყოფებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ბენეფიციარებს“, - განაცხადა თავშესაფარში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, თავშესაფარში ყოფნისას საკრებულოს წევრებმა უცხოელ პარტნიორებთან და თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან ერთად ბენეფიციართა ყოფის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო რესურსების გამოყენების შესახებ იმსჯელეს, ასევე, ერთობლივი პროექტების თაობაზე შეთანხმდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება