გიორგი გახარია - ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია

ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გახარიამ შეაფასა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, "თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება".

გახარიას თქმით, “ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის გაყინვას.

„ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება, ჩვენ სწრაფად დავაბრუნებთ ქვეყანას დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე“, - წერს გახარია პლატფორმა X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება