სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან თავის არიდების საკითხებზე ისაუბრეს და მხარეებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

„ცესკო-ს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების დეტალებზე ისაუბრა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი.

საქართველოს სახალხო დამცველი, საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზედამხედველობას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება