თინა ბოკუჩავა - ევროკავშირში ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს შანსი გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა - ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა

„ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ბრიუსელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თინა ბოკუჩავა პარტიის საგარეო მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ქავთარაძესთან ერთად ბრიუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება.

თინა ბოკუჩავას თქმით, ევროპაში საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ დგას.

„ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე, ასევე, დგას საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ, რადგან დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ევროკავშირში, რომ საქართველოს აქვს შანსი გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ შანსს საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გამოიყენებს. ამიტომ ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება