მამუკა მდინარაძე - როდესაც დღეს უკვე საარჩევნო კლიპები გადის ეთერში, ამას არ აღნიშნავენ და თვითონ იღებენ ასეთ აქტივობებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები ობიექტურ დამკვირვებლებად ვერ გამოდგებიან

როდესაც დღეს საარჩევნო კლიპები გადის ეთერში, ამას, რომ არ აღნიშნავენ და თვითონ რომ იღებენ ასეთ აქტივობებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები ობიექტურ დამკვირვებლებად ვერ გამოდგებიან , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრინფინგზე განცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, „NDI ქალი პოლიტიკოსების რეგიონებში ვიზიტს აფინანსებს, რამდენად ობიექტური იქნება ამ ორგანიზაციისგან წინასაარჩევნო შეფასებები“.

„სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ ერთ-ერთი ელჩი იმყოფებოდა ერთ-ერთი პარტიის ღონისძიებაზე, რომელი პარტიაც, შემდგომ პერიოდში უკვე სარჩევნო კლიპებით თავს იწონებდა მაყურებლის წინაშე - ბოლო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებში გასული საარჩევნო კლიპები, „ლელოს“ საარჩევნო კლიპი. რომელ წესების დაცვაზეა საუბარი?! ამაზე ხმას არავინ იღებს, როდესაც უკვე დღეს საარჩევნო კლიპები გადის ეთერში, ამას რომ არ აღნიშნავენ და თვითონ რომ იღებენ ასეთ აქტივობებში, ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები ობიექტურად დამკვირვებლებად ვერ გამოდგებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება