თელავის მერია - თელავის ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა

თელავში ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები, Telavi Open ტურნირის მასპინძლობის პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის წლის ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.

„განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემაც.

განახლებული ინფრასტრუქტურით, თელავის კორტები ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ღია, ასევე დახურულ კორტებზე შესაძლებელია მსოფლიო დონის მასშტაბის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.

Telavi Open-ის ფარგლებში ქალაქში ათეულობით ქვეყნის 100-მდე მოთამაშეა ჩამოსული. წლის განმავლობაში დაგეგმილი ტურნირების ფარგლებში კი, თელავი კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ელოდება, რაც გარდა ჩოგბურთის პოპულარიზაციისა, მუნიციპალიტეტში ტურიზმის, განთავსებისა და კვების სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს უწყობს ხელს. ტურნირების კალენდარი ნოემბრის ჩათვლით უკვე ათვისებულია.

პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა, 3 900 062 ლარს შეადგენს.

კორტების გახსნას, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს