ნინო ლაცაბიძემ, ლიეტუვას ელჩს და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს რუსთავში განხორციელებული რეფორმები გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ლიეტუვას ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს რობერტ დუხნევიჩს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ, რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს და საქართველოში ლიეტუვას ელჩს, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში, მოადგილე კახა გურულთან ერთად შეხვდა.

რუსთავის მერმა სტუმრებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში განხორციელებული რეფორმების შედეგები გაცნო და სერვისების გაუმჯობესების მიზნით დანერგილ სიახლეებსა და პროექტებზე ესაუბრა.

,,ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, ბატონ ენდრიუსთან გამართულ პირველ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებდით. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელსაც ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენს ქალაქებს გამოწვევების სახით აქვს, ასევე ერთმანეთს რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული გამოცდილება გავუზიარეთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რობერტ დუხნევიჩმა, რუსთავის მერს ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

,,ლიეტუვასა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ დონეზეც განვავითაროთ ეს ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ რუსთავში ასეთ თანამედროვე და გახსნილ მერს შევხვდი. ვისაუბრეთ სერვისების გაუმჯობესებაზე, კულტურაზე და და იმ საერთო მიმართულებებზე, რომელზეც მომავალში თანამშრომლობაა შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში კი ჩვენი გუნდი შეიმუშავებს ამ ურთიერთთანამშრომლობის გეგმას”, - განაცხადა ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერმა რობერტ დუხნევიჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება