ხატია დეკანოიძე - ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში - მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი, საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე

ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში - თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა “ქართულ ოცნებაში”. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “შანსი არ აქვს”.

„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი. აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ეხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და თავდაპირველად, იმას, რომ გვქონდეს ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე.

ზოგადად, მე ვარ გამსხვილების მომხრე. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ, ეს არის ახლა მთავარი. პრინციპში, ჩვენ ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში. თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა „ქართულ ოცნებაში“. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატმა მთავრობის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ “უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია [ირაკლი] კობახიძეც”.

„პრემიერის ანგარიში იმდენად უსუსურია და არაფრისმთქმელია, როგორც საქართველოს ხელისუფლება. გულწრფელად გეტყვით, მისი საბოლოო წაკითხვაც კი ალბათ არავის არ მოუნდება. ანგარიშში რუსეთი არ არის აღიარებული როგორც საფრთხე; ეროვნული უსაფრთხოების თემები არ არსებობს; ევროინტეგრაციაზე ტყუილი წერია. “ქართული ოცნება” და კობახიძე პირდაპირ აღიარებს, რომ პროპაგანდის ქსელში არიან გახვეულები. თვითონ საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე და ანგარიშში სულ სხვა მოცემულობაა, რაც ზერელე და წყალ-წყალაა. უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია კობახიძეც და უსუსურები არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაზიარებით საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს შეავსებენ”,- განაცხადა დეკანოიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო