ლაშა ფარულავა - ჯონ ბასის განცხადება ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, „რუსული კანონის“ რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაიკარგა

ჯონ ბასის განცხადება, პირველ რიგში, ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაიკარგა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „საჭიროა დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია, დერუსეთიზაცია“.

„ჯონ ბასის განცხადება, პირველ რიგში, ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაიკარგა. ამიტომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია, დერუსეთიზაციაა საჭირო, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა გააგრძელოს. ამისთვის რეფორმები, დემოკრატიული ძალების გამარჯვება და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ საქართველომ იმ პროგრესს მიაღწიოს, რომელიც ფაქტობრივად გამოგვაცალა ივანიშვილის პარტიამ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება