მამუკა მდინარაძე - არც ბორელს დავუჯეროთ, არც მდინარაძეს დავუჯეროთ, უბრალოდ წავიკითხოთ - კანადაში, საფრანგეთში რა მიიღეს და ამერიკაში რა კანონი მოქმედებს

თუ კი საფრანგეთში უსაფრთხოების საკითხებიდან, გამჭვირვალობის საკითხებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ მთავარ გამოწვევად იმაზე, რომ გარე გავლენების გამო თავი დავიცვათო, საქართველომ რატომ არ უნდა დაიცვას? იმიტომ, რომ პატარაა?! იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ?! - რატომ უნდა დავიჩაგროთ? - ვინმემ, ერთმა ადამიანმა ამიხსნას! - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არც ბორელს, არც მდინარაძეს და „არცერთ სულიერს დედამიწის ზურგზე“ არ დაუჯერონ და თავად წაიკითხონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საქართველოში და სხვა ქვეყანაში მიღებული კანონები და ისინი ერთმანეთს შეადარონ.

„2 წლის წინ საქართველო დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს, როდესაც ყველას ყველა პარამეტრით ვუსწრებდით. შემდეგ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ასე ჯიუტად და პრინციპულად მაშინაც ვლაპარაკობდით. ოღონდ ამით არავის არ ვექიშპებოდით და ჯიბრში არ ვუდგებოდით, ჩვენ ვითხოვდით სამართლიანობას და ეს სამართლიანობა მივიღეთ. ასევე, ჩვენ მომავალშიც სამართლიანობას მოვითხოვთ. ამ წარსული გამოცდილებით ვართ დარწმუნებულები, რომ სამართლიანობას მივიღებთ. წარმოუდგენელია, რომ „არა რუსულ კანონს“, ეს პროექტი, საუკუნის ყველაზე თაღლითური პროექტი გავიდეს. როგორ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებმა იგივე კანონი მიიღონ... რომელს გახსენდებათ სხვა უფრო მძაფრი გამოწვევა, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნებს დაუსახელებიათ, ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევა?

არგუმენტი აქვთ, რომ იქ ლაპარაკობს ბორელი, რომ „ასე არ არის“ და მდინარაძე იძახის „კი ასეა“. არც ბორელს დავუჯეროთ, არც მდინარაძეს დავუჯეროთ, უბრალოდ წავიკითხოთ - კანადაში, საფრანგეთში რა მიიღეს და ამერიკაში რა მოქმედებს. ასევე, ის კანონი, რომელიც პუტინის რუსეთში, ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში მოქმედებს, ისიც წავიკითხოთ. მერე ავდგეთ და წავიკითხოთ ქართული {კანონი} და ჩვენი თვალით ვნახოთ, მერე დავრწმუნდებით ეს კანონი რუსულია, ამერიკულია, კანადურია, ფრანგული, თუ ქართული. არ დავუჯეროთ არც ბორელს, არც მდინარაძეს და არცერთ სულიერს დედამიწის ზურგზე, დავუჯეროთ საკუთარ აზრს, გონებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად, „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწევს“.

„ეს არის გაფრთხილება, რომელ გაფრთხილებასაც ჩვენ ვიღებდით ზუსტად იგივენაირად, როგორ გაფრთხილებებსაც ვიღებდით, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, აბსოლუტურად უსამართლოდ. ასეთი გაფრთხილებები იყო მაშინ და დღესაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი გაფრთხილების მიუხედავად საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწევს. იცით რატომ? - იმსახურებს და იმიტომ. რაც არ უნდა ვერბალურად გაფრთხილებები გვაძლიონ, რაც არ უნდა სცადონ, საქართველო დამოუკიდებლობის ხარისხს კვალდაკვალ გაზრდის. ეს არის გამოწვევა, დამოუკიდებლობის ხარისხი თუ შევამცირე და ყველას ყველაფერი დაუჯერე, ვინც საიდან დაგიქნევს თითს, მაშინ მარტივია. თავდახრილი, ცალ ფეხზე სიარულით შეიძლება უფრო მარტივად მიაღწიო რაღაც მიმართულებით წარმატებას, ხოლო მეორე მიმართულებით შენ თავს დაკარგავ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება