თინა ბოკუჩავა - მსურს მადლობა გადავუხადო ანდრიუს კუბილიუსს, მირიამ ლექსმანს და ზოგადად ევროპის სახალხო პარტიას, საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისთვის

მსურს მადლობა გადავუხადო ანდრიუს კუბილიუსს, მირიამ ლექსმანს და ზოგადად ევროპის სახალხო პარტიას, საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისთვის. როგორც ბატონმა გალერმა მართებულად აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რისკები ძალიან მაღალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, რაც დაცვას საჭიროებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, EPP-ის პოლიტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები წარიმართა, რომელმაც „ერთობის დეკლარაციის“ მიღება შესაძლებელი გახადა.

„ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა, მსურს მადლობა გადავუხადო ანდრიუს კუბილიუსს, მირიამ ლექსმანს და ზოგადად ევროპის სახალხო პარტიას, საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის, ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისათვის.

როგორც ბატონმა გალერმა მართებულად აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ რისკები ძალიან მაღალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, რაც დაცვას საჭიროებს. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის სახალხო პარტიის სათაო ოფისს, იმ დიდი შრომისთვის, რაც გალინამ და პატრიკმა გასწიეს ყველას ერთად შეკრებისთვის, რათა პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები გვქონოდა, რომელმაც ერთობის დეკლარაციის მიღების შესაძლებლობა მოგვცა.

ეს არჩევნების წინ გაერთიანების ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რათა დავამარცხოთ ღიად ანტიდასავლური, ანტიევროპული და ღიად პრორუსული მთავრობა, ვუპასუხოთ ქართველი ხალხის ნებას და საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე დავაბრუნოთ...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს, სათავო ოფისს და ასევე, კონრად ადენაუერის ფონდს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ფასილიტაციისთვის.

ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, საქართველოს ოპოზიცია ერთიანობისკენ სხვლას გააგრძელებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება