დანიის საგარეო უწყება - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანიის მიერ თანხების გამოყოფა 2030 წლამდე იგეგმება და მიზანს ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და კანონმდებლობის შექმნაში უკრაინისა და მოლდოვის დახმარება წარმოადგენს.

მომავალში დანიის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდება.

„ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აძლიერებს, როდესაც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნები თავიანთ ევროპულ ფესვებს ამაგრებენ და მიიწევენ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.

შეგახსენებთ, დღეს, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს