სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფრანკფურტსა და მადრიდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანკფურტში "დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის" (IPCAN) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და მადრიდში „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ომბუდსმენი, ფედერალური პოლიციის კომისარი, გერმანიის უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

მონაწილე მხარეებმა, პოლიციის ანგარიშვალდებულება, პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების პრაქტიკა და გამოწვევები ხუთი ქვეყნის - კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამწლიანი საერთაშორისო კვლევითი პროექტის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობა დარგის ექსპერტებმა და პრაქტიკოსებმა მიიღეს.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ მადრიდში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) საქართველოსთან ერთად, 25 ქვეყანაა გაერთიანებული. ქსელის (ICIN) საქმიანობის მიზანია საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრას ქართული მხარის გარდა, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალური ინსპექციის, ესპანეთის ნაციონალური პოლიციის, ესტონეთის შინაგან საქმეთა ბიუროს, უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, მალტას, გერმანიის, სლოვენიისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებმა კოლეგებს საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვისა და წარმართვის, საგამოძიებო სტრატეგიის, ოპერატიული ინფორმაციის გაზიარების და მხილების ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირების თაობაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური "დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის" (IPCAN) და „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) წევრი 2023 წელს გახდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება