სახალხო დამცველი - სამწუხაროა, რომ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა - უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული

სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა - უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას სჭირდება“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები, რომელთაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი გასცემს, რომელიც მთელი წლის მუშაობის შედეგია და რომელშიც სახელმწიფო, სხვათა შორის, დაახლოებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს წელიწადში, იყოს გაზიარებული როგორც უწყებების, ისე პარლამენტის მხრიდან.

სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა. უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული. ყოველ შემთხვევაში დღემდე არ მომისმენია რაიმე ტიპის კრიტიკა ანგარიშის მიმართ, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული რაღაც მტკიცებულებებზე, რომ რაიმე მონაცემები არასწორად წარმოვადგინეთ. შეიძლება შეფასებებში გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის, რომ ყველა საკითხი, პრობლემა და უფლება, რაზეც ვსაუბრობთ, აქტუალურია და მეტი ყურადღება სჭირდება, მგონი, ეჭვგარეშეა. ვისურვებ, რომ მომავალ წელს, როდესაც ამ დარბაზში მოვალ, სადაც სხვა პარლამენტი დამხვდება, მეტი ინტერესი ყოფილიყოს ანგარიშის მიმართ, პარლამენტის მეტ წევრს ჰქონდეს წაკითხული და მეტი შინაარსობრივი კითხვა დამისვან. ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები.

მადლობას გიხდით ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხსენებას დაესწარით. მადლობას ვუხდი ვახო მეგრელიშვილს და თეონა აქუბარდიას - ამ ორ გამორჩეულ ოპოზიციონერს, რომელიც ჩემს მოხსენებას ესწრებოდა. იმედი მაქვს, რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით, მნიშვნელოვანწილად იქნება შესრულებული, ეს სჭირდება ამ ქვეყანას და იმას, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება კი ნიშნავს ჩვენს წინსვლას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის მიმართულებით; ჩვენს წინსვლას თანამედროვე სამყაროსკენ. ამ ნაბიჯების, გადადგმა ყველაფერთან ერთად, ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესებაზე გადის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო