მაიკლ როთი - სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებული მოლაპარაკებების გახსნას

სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა.

“უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნას. დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება ცარიელი დაპირება კი არა, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო გააგრძელებს სწრაფად რეფორმირებას, მას შეუძლია 2028 წლისთვის სამუშაო შეასრულოს. გვჭირდება მისაბაძი მაგალითები, რომლებიც სიმამაცეს მოგვცემს დავიჯეროთ, რომ ძალისხმევა ნამდვილად ღირს ამად”, - წერს როთი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება