ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ისტორიული დღეა, არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპისკენ მიმავალი გზიდან

დღეს ისტორიული დღეა, როდესაც გადავდივართ რეალურ, ფაქტობრივ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, გასული წლის დეკემბერში კი - პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ.

„მაგრამ სწორედ დღეიდან აღინიშნება ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში - დღეს იმართება პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია უკრაინასა და ევროკავშირს შორის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მადლობელი ვარ იმ გუნდის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპისკენ მიმავალი გზიდან, ყველა ევროპული ერის საერთო სახლისკენ მიმავალი გზიდან“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება