სებ-ის  თანამშრომლებმა ყირგიზ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ყირგიზ კოლეგებს საოპერაციო რისკების, ინციდენტების, ბიზნესის უწყვეტობის მართვისა და შიდა პროცესებისა და პროცედურების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველმა კუბანიჩბეკ ბოკონტაიევმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.

"ვაფასებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას. სებ-ის თანამშრომელთა ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის საოპერაციო რისკების მართვის განვითარებასა და გაუმჯობესებას", - აღნიშნა კუბანჩიკ ბოკონტაიევმა.

თავის მხრივ, სებ-ის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მსგავს პრაქტიკას ეროვნულ ბანკში ინტენსიური ხასიათი აქვს და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სებ-ის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს გამოცდილებას უზიარებენ.

"საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით სხვა ცენტრალურ ბანკებს გამოცდილებას ხშირად ვუზიარებთ. ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულმა 3-დღიანმა ვებინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს ყირგიზ კოლეგებში", - განაცხადა მარიამ მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, პერიოდულად მონაწილეობენ IMF-ის ტექნიკური დახმარებების მისიებში, რომლის დროსაც ფასდება სხვა ცენტრალური ბანკების საოპერაციო რისკები და გაიცემა რეკომენდაციები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება