ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - განაცხადა პეტ რაიდერმა.

პეტ რაიდერმა აღნიშნა, რომ ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2023 წლის 15 მარტს ესაუბრა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.

ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელუსოვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო, მას შემდეგ რაც მაისში, იგი ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება