კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „აისითის“ (Apple City)  დარღვევის ფაქტი დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მობილური და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, შპს „აისითის“ (Apple City) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონდარღვევის ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ინფორმირების ვალდებულებისა და კანონისმიერი საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს.

12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს. GCCA-ის გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი 46 საქმეზე დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს