ბექა დავითულიანი - ვეტო აუცილებლად დაიძლევა

ერთპარტიული მმართველობის რისკს რაში ხედავენ მე ვერ ვხვდები - ვეტო აუცილებლად დაიძლევა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსა და ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც, მიაჩნიათ, რომ არ არის სამართლიანი.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ვგზავნით იმისათვის, რომ მივიღოთ რეკომენდაციები. რომელი რეკომენდაციაც მიგვაჩნია რომ არის სამართლიანი, ვითვალისწინებთ, რომელიც არ მიგვაჩნია, რომ სამართლიანი და გამოსადეგია ამ ქვეყანაში, იმას არ ვითვალისწინებთ.

ჩვენ ყველა ნიშანი გვაქვს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებში მოგებისთვის, არამედ არჩევნების დისკრედიტაციისთვის. მათ შორის, ამ კანონზე ვეტოს დადება, ყველა ის პროცესი და განცხადება, რომელსაც ვხედავთ, მიმართულია იმისკენ, რომ არჩევნები წინსწრებად გამოცხადდეს გაყალბებულად, ცუდად ჩატარებულად და ა.შ," - აღნიშნა დავითულიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება