ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ დადის პარლამენტში, იმანაც რა ქნას, არ აქვს არგუმენტები და იძახის: „რატომ?“ - „იმიტომ“ - დავარქვით „იმიტომ“

უკვე სერიოზულად არც განვიხილავთ, რომ პრეზიდენტი ამ თემას რამე არგუმენტით წარმოადგენს, უბრალოდ „ხოში“ აქვს და ადებს ვეტოს - იმ კაცს რომ აგზავნის ხოლმე, მსხვერპლი რომ დადის, პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, იმანაც რა ქნას, არ აქვს არგუმენტები და იძახის: “რატომ?” - “იმიტომ”. დავარქვით “იმიტომ”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა “საარჩევნო კოდექსზე” პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს.

“დღეს [პლენარულ სხდომაზე] რამდენიმე საკითხია, მათ შორის [“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების] ვეტოს თემა, რომელიც პრეზიდენტმა დაადო, თუმცა მიზეზი ვერ გავიგეთ. იმ კაცს რომ აგზავნის ხოლმე, მსხვერპლი რომ დადის, პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, იმანაც რა ქნას, არ აქვს არგუმენტები და იძახის: “რატომ?” - “იმიტომ”. დავარქვით “იმიტომ”.

ბუნებრივია, ჩვენ დღეს ვეტოს გადავლახავთ, იმიტომ, რომ პრეზიდენტის მხრიდან არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, თუ რატომ დაადო ვეტო იგივე საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. იქ არის 9 პარტია, რომელთაგან ჩვენ ერთი ხმა გვაქვს, დანარჩენი სხვა პარტიებია. დანარჩენი კომისიაში შედის პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული ცალკეული კადრები. რა არ მოგწონთ? - ელექტრონული, ღია და გამჭვირვალეა, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვირჩიეს ის დავნერგეთ. მგონი ქალბატონი პრეზიდენტი ვეტოს რომ დაადებს ეტყობა სიამოვნებს თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე. არგუმენტი არ აქვს და შესაბამისად, უკვე სერიოზულად არც განვიხილავთ, რომ პრეზიდენტი ამ თემას რამე არგუმენტით წარმოადგენს. უბრალოდ “ხოში” აქვს და ადებს ვეტოს. შესაბამისად, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე