„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს აგრომეწარმეობის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკმა“ აგრობიზნესის მხარდაჭერის მიზნით, უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ მეურნეობის განვითარება.

ბიზნესკურსი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გუნდთან ერთად მოამზადა და 10 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს. კურსზე განხილული იქნება შემდეგი თემები: საქართველოს აგროსექტორის მიმოხილვა; სასურსათო უსაფრთხოების არსი; აგროწარმოება; დამატებული ღირებულების წარმომქმნელი ბიზნეს მოდელები; შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა; ბაზრების დივერსიფიცირება და DCFTA; რატომ უნდა გახდე ფერმერი; თანამედროვე სოფლის მეურნეობა.

აღსანიშნავია, რომ კურსი ხელმისაწვდომია ვიდეოგაკვეთილების ფორმატში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

„ბიზნესკურსი „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბიზნესების გაძლიერებისთვის, თანამედროვე გამოწვევებზე გამკლავებისა და მათთვის ცოდნის გაზიარებისთვის შეიქმნა. დღეს ბიზნესკურსის პლატფორმა 47 კურსს აერთიანებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რეგულარულად ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს და მას უფასო ონლაინ პლატფორმაზე ვათავსებთ. მათ შორისაა კურსები მარკეტინგზე, გაყიდვებზე, ტექნოლოგიებზე და სხვა, ამჯერად კი მათ რიცხვს აგრომეწარმეობის კურსი შეემატა. „საქართველოს ბანკისთვის“ აგრომეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებლებს ამ თემაზე უფასო კურსი შევთავაზოთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას გავაცნობთ სექტორს, მათ შორის აგრო ბიზნესში ჩართულ პირებს“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს. აგრო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებზე კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის