თინა ბოკუჩავა - ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე

ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ­ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე - ივანიშვილი ცდილობს, დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ვენეციის კომისია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, „უსუსური მცდელობაა იმისა, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი“.

„ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები, არის უსუსური მცდელობა იმის, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი, რაც ვერ შეიცვლება იმდენად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს აუცილებლად მოხდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელსაც ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით და რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ ორი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.

ვენეციის კომისია გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში „ძალიან შეშფოთებულია“, რომ შესწორებები მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ არც ერთი მისი რეკომენდაცია საქართველოს ოფიციალური პირების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ნაწილობრივადაც კი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება