თინა ბოკუჩავა - მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს

პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას და როგორც მან აღნიშნა, მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე - საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ბრიუსელში. მან ხაზი გაუსვა ერთობის აუცილებლობას ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი, ხოლო ამ კურსის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება