ირაკლი კუპრაძე - ვითხოვთ, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ იმ ძალადობის ფონზე, რომელიც შსს-მ და სპეციალურმა სამსახურმა ჩაიდინა, რომელიც მოქალაქეებს არბევდა

ამოიღონ ვიდეოჩანაწერები და კადრები, რომელიც მრავლადაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თემაზე საუბარს დაასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველის უწყებები იქნებიან თანამონაწილე იმ დანაშაულების, რომელიც ჩემი თუ სხვა კოლეგების მიმართ მიმდინარეობდა - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

ირაკლი კუპრაძეს მიაჩნია, რომ აქციის დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

„სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს ჩემი დაკავების საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ, ამას შეხვედრაზე მოვისმენ. საქმე ალბათ უფლებების გაცნობას შეეხება და შეიძლება დაზარალებულის სტატუსს.

ვითხოვთ, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, იმ ძალადობის ფონზე, რომელიც შსს-მ და სპეციალურმა სამსახურმა ჩაიდინა, რომელიც მოქალაქეებს არბევდა. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ფიზიკური ძალადობა მოჰყვა, რის გამოც არავინ არ დასჯილა.

საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც რეაგირება დააგვიანა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ერთადერთი რაც მაინტერესებს სახალხო დამცველისგან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან არის ის, რომ ამოიღონ ვიდეოჩანაწერები და კადრები, რომელიც მრავლადაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თემაზე საუბარს დაასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველის უწყებები იქნებიან თანამონაწილე იმ დანაშაულების, რომელიც ჩემი თუ სხვა კოლეგების მიმართ მიმდინარეობდა"- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება