მამუკა მდინარაძე - 25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს, 45 წლის ასაკში, მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს, იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს

25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს. 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს - გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საკუთარ დასანქცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„თქვენ მეუბნებით, რომ მაგალითად, მე, მამუკა მდინარაძე ვარ დასანქცრებული. ჩემთვის არ არის ცნობილი და თქვენთვის არის ცნობილი? ეს რაღაც სიმპტომია. დღეს დაზუსტებით არ ვიცით, არც მე და არც თქვენ ასეა თუ არა. თან მეუბნებით, რომ „ქართული ოცნებისგან“ გამოვიდა ინფორმაციაო, „ქართული ოცნებისგან“ ვერ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ბოლომდე ვერავინ ხვდება. ამერიკას, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას, თავის დროზე, ერთი „ნაციც“ კი არ დაუსანქცირებია, ხალხი რომლებმაც უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი შექმნეს, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია, რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენს დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აშშ-ში მოქმედებს. რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის. იმ დღეს ვფიქრობდი, 25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს. 20 წლის შემდეგ, 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს. გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას. ზუსტად მეცოდინება და ამაყი ვიქნები ამით. ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისას, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო“,- განაცხადა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა