მარკ რუტე - ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია - ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება

ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, - ამის შესახებ ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს.

მისი თქმით, ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება.

„ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც უმნიშვნელოდ არ მივიჩნევ. მადლობა ყველა მოკავშირეს ნდობის გამოცხადებისთვის. მოუთმენლად ველი ოქტომბერს, რათა მოვალეობის შესრულება ენერგიულად დავიწყო, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრემ, რომელიც გასული 10 წლის განმავლობაში ნატო-ს გამორჩეულად ხელმძღვანელობდა და რომლითაც მე ყოველთვის დიდად აღფრთოვანებული ვიყავი“, - განაცხადა მარკ რუტემ.

შეგახსენებთ, დღეს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩიეს. მარკ რუტე მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება