პროექტის „ფილმი - ცნობილი აფხაზების უცნობი  სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით პროექტის „ფილმი - ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს სრულუფლებიან დესპან ეკატერინე კოკაიასთან. შეხვედრები ასევე გაიმართა ლეგენდარულ ფრანგ მსახიობ ფანი არდანთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის შვილიშვილ თამარ ჩხენკელთან და საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ჰერვე გოსტოდ-არტურთან.

პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საარქივო მასალებისა და ფოტო დოკუმენტაციის მოძიება და განხორციელდა ვიდეოგადაღებები ესპანეთსა და საფრანგეთში. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.

პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც გულისხმობს არსებულ სხვადასხვა თემატურ არქივებთან, მუზეუმებსა ბიბლიოთეკებთან და ალექსანდრე შერვაშიძესთან დაკავშირებულ პიროვნებებთან შეხვედრებს, მასალების, ვიდეოკადრებისა და ინტერვიუს გადაღება-ჩაწერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ, უკვე მესამე წელია აქტიურად ხდება ემიგრაციაში გადახვეწილი აფხაზი საზოგადო მოღვაწეების მიერ შექმნილი ფასდაუდებელი ნამუშევრების მოძიება, დაარქივება და ქართველი და აფხაზი საზოგადოებისთვის გაცნობა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო